თეგებით ძიება

მისი მდგომარეობა მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილი კლინიკა "ვივამედში“ მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

"მისი მდგომარეობა მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო, დინამიკა ასეთია. კარგს ვერაფერს ვერ გეტყვით.

საპროტესტო აქციის დღე კარგად არ არის შერჩეული, ორშაბათია, სამუშაო დღეა, მაგრამ მაინც კარგია, რომ იმართება“, - განაცხადა ალასანიამ. 

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა