ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში ბაიდენის ყოფნის კადრებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ამერიკის პირველი პირი უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად გადაადგილდება. ისინი მიხაილოვსკის მოედანს ტოვებენ.
შეგახსენებთ, ეს უკრაინაში ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს.
24-თებერვალს 1 წელი გახდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.