"ჩემი სუპერგმირი მამიკო", საქორწილო კაბა, სასკოლო ჩანთა, დროშა - ეს ის ნივთები და წარწერებია, რასაც მიწისძვრის მსხვერპლთა საფლავებზე აღმოაჩენთ (ფოტოები თურქეთიდან)
6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა, მხოლოდ ამ უკანასკნელ ქვეყანაში 41 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ადამიანურ ტრაგედიებს უხმოდ გადმოსცემენ ის ფოტოები, რომელბიც სტიქიის ზონიდან ვრცელდება.
საქორწილო კაბა, სასკოლო ჩანთა, დროშა - ეს ის ნივთებია, რომლებიც განშორებისას საყვარელ ადამიანებს უკანასკნელ საჩუქრებად დაუტოვეს ახლობლებმა საფლავებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს.
"შენ ჩემი სუპერგმირი მამა ხარ", - წერია ერთ-ერთ საფლავზე.