თურქეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ - უკანასკნელი ცნობები
თურქეთის, პროვინცია ჰათაიში დღეს საღამოს მომხდარ მიწისძვრებს ნგრევა მოჰყვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი.
ამ საღამოს სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრების მაგნიტუდამ 5.8 და 6.4 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა 45 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.