თეგებით ძიება

იცინის მთელი ოზურგეთი - რას ამბობს 64 წლის კაცი, რომელიც ორსულობის მუხლით დაითხოვეს სამსახურიდან?

64 წლის, ხარიტონ ჩატარაშვილი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან ორსულობის მუხლით გათავისუფლეს აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი პოლიტიკურია.

მისი თქმით, ის დირექტორმა ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით გაუშვა.

"პირადად ავთო თალაკვაძის გადაწყვეტილებაა ეს, არჩევნებში მხარს ვუჭერდი კოტე შარაშენიძეს, გაიმარჯვა ავთო თალაკვაძემ და გამოუცხადა დირექტორებს, რომ ეს კაცი არ დამანახოთ, გაათავისუფლეთ სამსახურიდან. 40 წელია ვმუშაობ ქართულ ფეხბურთში, არავითარი შენიშვნა, გაფრთხილება არ მქონია, ასე ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ ვინაიდან არ მიჭერდი მხარს არჩევნებში, წახვიდე უნდა სახლშიო. 

შრომის კოდექსის ორგანული კანონის 37-ე მუხლი გულისხმობს მშობიარობას, ორსულობაში გასვლას და დღეების დამატებას და რა ვიცი, იცინის მთელი ოზურგეთი, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ", - ამბობს ხარიტონ ჩატარაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ გამოცემა "გურიის მოამბემ" გაავრცელა ბრძანება, რომლის თანახმადაც ჩხატარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა