პატარა აია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებში დედის ცხედარზე ჭიპლარით მიბმული იპოვეს, გააშვილეს
სირიაში, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სახლის ნენგრევებში ქალმა გოგონა გააჩინა.
პატარა გოგონა, რომელსაც შემდგომში აია უწოდეს (არაბულად "სასწაულს" ნიშნავს), მაშველებმა დედის ცხედარზე ჭიპლარით მიბმული იპოვეს. დედა, მამა და მისი ოთხივე დედმამიშვილი სტიქიამ იმსხვერპლა. ამბის გავრცელებიდან მალევე, აიას შვილად აყვანის სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ათასობით ადამიანმა გამოთქვა.
კლინიკის მენეჯერი, რომელიც ბავშვის გაშვილებაზე, მისი ნათესავების გამოჩენამდე უარს ამბობდა, მასზე საკუთარ შვილებთან ერთად ზრუნავდა. ნანგრევებში გადარჩენილი აია, ბიძამ და დეიდამ იშვილა და მას გარდაცვლი დედის სახელი აფრაა დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 45 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვარპლა.