ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის შემდეგ ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ გვყოლია - რას ამბობს პაატა მანჯგალაძე?
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის შემდეგ ასეთი ანტიქართული ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში რეგისტრირებული კანონის პროექტი რუსული კანონის ასლია და „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსულ რიტორიკას იყენებენ.
„ქართული ოცნება“ ანტიქართული, ანტიეროვნული ანტიდასავლური ძალაა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინებაა ამ არადემოკრატიული, ვითომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ადამიანის სტიგმატიზებას, რომელიც დაკავშირებულია დასავლურ ღირებულებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის უზენაესობასთან. სიტყვა-სიტყვით პუტინის არგუმენტაცია აქვთ კოპირებული, რომ სადაზღვევო აგენტი არ ნიშნავს ცუდს და კარგია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.