თეგებით ძიება
21. 02. 2023 მსოფლიო

"უძილობას ვეღარ ვუძლებ. ფსიქოლოგიურადაც ვერ ვარ კარგად..." - რას ამბობს თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი?

ქართველი ემიგრანტი, რომელიც თურქეთის ქალაქ მარსინში იმყოფება, სტიქიური კატაკლიზმებით გამოწვეულ მდგომარეობასა და მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ყვება.

მისი თქმით, ხალხი შეშინებულია.

"ძალიან შეშინებულები ვართ, ნორმალურ ცხოვრებას ვერ ვუბრუნდებით. შევხედავ მდგომარეობას... ბილეთებს ავიღებ და საქართველოში დავბრუნდები. ჩემი მეუღლე დედმამიშვილებს არ ტოვებს, რა გავაკეთო არ ვიცი.

როგორც ჩანს, წუხელ ზღვის ზოლზე მოხდა მიწისძვრა და ჩვენმა ქალაქმა ასე იმიტომ განიცადა. პოლიცია მოვიდა და გვითხრეს, რომ ტერიტორიას გავრიდებოდით, რადგან საშიში იყო. ახლა ახლობელთან ვართ, 1 საათის სავალზე წამოვედით. ახლობელთან ვართ შემოკედლებული.

მეუღლე მეუბნება, როგორ დავტოვო აქ ყველაფერიო... ვნახოთ, თუ დავითანხმე წამოვალთ, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, უძილობას ვეღარ ვუძლებ. ფსიქოლოგიურადაც ვერ ვარ კარგად...", - აცხადებს ემიგრანტი "პრაიმტაიმთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ20 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყანაში 6 თბერვალსაც მოხდა მიწისძვრა, სტიქიის შედეგად 41 აღასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა