იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვარი მოულოდნელად გარდაიცვალა
ნეკრესის ეპარქიის დეკანოზი, ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ბენიამენ ჩიხორლიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
სასულიერო პირის მრევლის თქმით, მამა ბენიამინ გულის შეტევით დაიღუპა.
"ეგვიპტეში იყო წასული და უცბად, გულით დაიღუპა. მთელი ყვარლისთვის საყვარელი მამაო იყო, სიკეთისა და სათნოების განსახიერება. ყველას დააკლდება, მისი სიტყვა და თანადგომა“, - ამბობს მრევლი.
ბენიამენ ჩიხორლიშვილი იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას წლების განმავლობაში წინამძღვრობდა.