თეგებით ძიება

შეშინებული საავადმყოფოდან გაიქცა - უნიკალური შემთხვევა, ქალი 46 წელის განმავლობაში ორსულად იყო

46-წლიანი ორსულობის უნიკალური შემთხვევა მაროკოში დაფიქსირდა - ზაჰრა აბუტალიბი 46 წელის განმავლობაში ორსულად იყო.

ორსულობა (გესტაცია) ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ქალის სხეულში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მომწიფებით იწყება და ბავშვის დაბადებით სრულდება. ფიზიოლოგიური ორსულობა 280 დღე ანუ 9 თვე გრძელდება, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს... 

ყველაფერი 1955 წელს წელს დაიწყო, როდესაც 24 წლის მაროკოელი ქალი ზაჰრა აბუტალიბი დაორსულდა. ორსულობა მშვიდად და გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.

9 თვის შემდეგ ზაჰრას სამშობიარო ტკივილები დაეწყო და კლინიკაში წაიყვანეს. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა საკეისრო კვეთა და აქ უცნაური რამ მოხდა - ქალმა დაინახა სამშობიარო გართულებებით როგორ გარდაიცვალა გოგონა და შეშინებული საავადმყოფოდან გაიქცა...

მაროკოელთა ტრადიციის თანახმად, ჩვილს დედის საშვილოსნოში დარჩენა განუსაზღვრელი დროით შეუძლია, რადგან ითვლება, რომ ხანგრძლივი ორსულობა დედას ღირსებას უნარჩუნებს

სამშობიაროდან გაქცეულმა ზაჰრამ მაროკოელთა ტრადიცია მოიმიზეზა და ორსულობა 46 წლით გაიხანგრძლივა! ზაჰრას წლების განმავლობაში პერიოდული მუცლის ტკივილი აწუხებდა, რომელიც 70 წლის ასაკში აუტანელი გახდა. 2001 წელს ქალმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა, რომლებმაც ულტრაბგერითი სკანირების შემდეგ ფალოპის მილში ემბრიონის მსგავსი წარმონაქმნი აღმოაჩინეს. ეს უჩვეულო აღმოჩენა იყო - როგორც წესი, საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს ფალოპის მილი სკდება და ქალი იღუპება. მაროკოელ ქალს ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა