დასავლეთს სურს, კონფლიქტი მსოფლიო წინააღმდეგობაში გადაიზარდოს - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთს ლოკალური კონფლიქტის გლობალური წინააღმდეგობის ფაზაში გადაიყვანა სურს. ამის შესახებ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.
"დასავლეთის ელიტები არ მალავენ საკუთარ მიზანს, როგორც ისინი ამბობენ, პირდაპირ ვციტირებ - მათ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება სურთ. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ დასასრულს, ანუ მათი მიზანია, ლოკალური კონფლიქტი გლობალური წინააღმდეგობის ფაზაში გადაიყვანონ. სწორედ ასე ესმის ეს რუსეთს და გვექნება შესაბამისი სახის რეაგირება“, - განაცხადა პუტინმა.