თეგებით ძიება

"ამ ტკივილს ვერ ავიტან, არავინ დამრჩა" - ქალი, რომელმაც 2 შვილი და 3 შვილიშვილი დაკარგა, ნანგრევებს არ ტოვებს (ფოტოები)

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოჯახის წევრები დაკარგა თიურკან მეთერმაც. სტიქიურ უბედურების შედეგად ქალს ორი ვაჟიშვილი, რძალი და სამი შვილიშვილი დაეღუპა.

"ამ ტკივილს ვერ ავიტან, არავინ დამრჩა", - ციტირებს ქალის სიტყვებს თურქული მედია.

მედიის ინფორმაციითვე, ქალი არ შორდება ნანგრევებს, რომლის ქვეშაც მან საყვარელი ადამიანები დაკარგა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარმა მიწსძვრამ 41 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა