"ჩამეწვა გული და სული მეწვის, ღმერთო" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ქუთაისში ავარიას ემხვერპლა?
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ავარიას 19 წლის, გენადი კირთაძე ემსხვერპლა.
ახალგაზრდა გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
გარდაცვლილის ახლობელი, თეო ცქიფურიშვილი სოციალურ ქსელში მას ემოციურად ემშვიდობება.
"როგორ მეცოდები, ეს რა ღამეა! ჩამეწვა გული და სული მეწვის, ღმერთო! რატო? რატო? დედაშენი როგორ მეცოდება ამ ტკივილისთვის, ღმერთო!", - წერს თეო ცქიფურიშვილი.
შემთხვევა გუშინ მოხდა.