სურამთან მომხდარი ავარიისას დაღუპულების ვინაობა ცნობილია
სურამთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულების ვინაობა ცნობილია.
გარდაცვლილები ხობელი ახალგაზრდები, მეგობრები დავით აკობია და გიორგი სიჭინავა არიან. აკობია წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, თუმცა ხობში ცხოვრობდა.
ცნობისთვის, სურამთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.