თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
აღმოსავლეთ თურქეთში 4.5 მაგნიტუდით მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
ეპიცენტრი ქალაქ დიარბაქირის ჩრდილოეთით მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.