თეგებით ძიება

"გარდაიცვალა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, სალომე ცხადაია" - ხობის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ხობის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, სალომე ცხადაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.

ქალბატონი სალომე იყო კვალიფიციური საჯარო მოხელე, გამორჩეული თავისი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ერთგულებით.

ხობის მუნიციპალიტეტს დააკლდა პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ქალბატონი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა