თეგებით ძიება

მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი თანხას სახელმწიფოსგან ითხოვდა - რას ამბობს ბადრი ესებუს საქმის პროკურორი?

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთელის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან თანხას ითხოვდა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს კიდევ რამდენიმე ათეული მოწმე ჰყავს, რომლებიც ეტაპობრივად წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

,,დაიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები. დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ მძევლები იყვნენ, ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს.

პირები, რომლებიც იყვნენ მძევლები და პირველი სართულიდან, მეოთხე სართულიდან, მესამე სართულამდე ჩამოიყვანა თავდამსხმელმა. მათი თანდასწრებით ხორციელდებოდა დაკავშირება მედია საშუალებებთან, მათ შორის 112-თან, მათ ცალსახად დაადასტურეს. რაც მოვისმინე, ეს პირი ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლის დაკავშირებას, ეს ხელისუფლების გავლენიანი პირი ამ შემთხვევაში იყო პოლიციის უფროსი, რომელიც მას დაუკავშირდა. მას მოსთხოვა უშუალოდ თანხა 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხას“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა