იაპონიაში წყალმა უცნაური რკინის ბურთი გამორიყა (ვიდეო)
იაპონიის ერთ-ერთ სანაპიროზე ოკეანემ რკინის უცნაური ბურთი გამორიყა.
უცნაური ბურთი სანაპიროზე ადგილობრივმა მცხოვრებმა შენიშნა და ამის შესახებ პოლიციას აცნობა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ვერ დაადგინეს, როგორ მოხვდა ბურთი სანაპიროზე.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ეს რა არის, თუმცა იციან, რომ ბურთი ფეთქებადი არაა.