ომის ვეტერანი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ძალით გამოასახლეს - კარის შემტვრევის ვიდეოკადრები
თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ომის ვეტერანი, მისი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები საკუთარი სახლიდან დღეს პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა.
ხალხს აღსრულების ბიურომ ხელბორკილები დაადო, კარი უროთი ჩაამტვრიეს, იყო ფიზიკური ძალადობა. დაკავებულია ოჯახის 6 წევრი.
როგორც ირკვევა, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
"ტვ პირველი" იძულებით გასახლების კადრებს ავრცელებს, რომელიც სახლის შიგნიდან არის გადაღებული.