"საფრანგეთი თქვენ გვერდით დგას" - ემანუელ მაკრონი უკრაინელებს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში უკრაინაში ომის წლის თავთან დაკავშირებით, პოსტს აქვყნებს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
"უკრაინის ხალხს,
საფრანგეთი თქვენ გვერდით დგას
სოლიდარობის, გამარჯვებისა და მშვიდობისთვის", - წერს მაკრონი.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რუსეთის არმია უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ პრესკონფერენციას გამართავს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, პრესკონფერენციის სახელწოდება "თებერვალი, უდრეკი ერთი წელი" იქნება.
People of Ukraine,
France stands by your side
To solidarity. To victory. To peace. — Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) February 24, 2023