"საქართველოში წინასაგაზაფხულო ამინდები იწყება...დაიწყება საგრძნობი დათბობა" - რას პროგნოზირებს სინიპტიკოსი?
"მშვენიერი შაბათ-კვირა, საქართველოში წინასაგაზაფხულო ამინდები იწყება
წლევანდელი თებერვალი საკმაოდ ცივი და უხვთოვლიანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისთვის, თუმცა ეს თვეც თითქმის მიილია და სეზონი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.
საქართველოში უახლოეს დღეებში, თბილი ჰაერის მასების შემოდინება იქნება დომინანტური, ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული უღრუბლო მზიანი დღეები.
ხვალ 25 თებერვლიდან დასავლეთში და ზეგ 26- დან აღმოსავლეთში დაიწყება საგრძნობი დათბობა, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია მშრალი დღეები.
ერთადერთი გამონაკლისი იქნება ხვალ ზემო იმერეთი და კოლხეთის დაბლობი, სადაც ხვალ აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, მაგრამ ზეგიდან აქაც მშვიდი ამინდია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდი საქართველოში 4-5 დღეს გაგრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანი გაავდრება შემდეგაც არ არის მოსალოდნელი .
ასე, რომ ხვალიდან მოწმენდილი ამინდის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ მომატებული დღის ხანგძლივობით, მზის მშვენიერი ამოსვლითა და ჩასვლით, წინ დიდებული უქმე დღეები გველოდება", - წერს ფერტენაძე.