თეგებით ძიება

სასიხარულო ინფორმაცია - დიდი ბრიტანეთი კიბოს ვაქცინის ადამიანებზე ცდებს აანონსებს

კიბო ერთ-ერთი ისეთი დაავადებაა, რომლის გაგონებაც კი, წლებია შიშს იწვევს.

დიდ ბრიტანეთი გერმანულ კომპანია BioNTech-თან თანამშრომლობით შემოდგომაზე დაიწყებს კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ცდებს.

ახალი პროექტის მიზანია, გაერთიანებულ სამეფო 2030 წლამდე მიაწოდოს 10 000 პერსონალიზებული სამკურნალო საშუალება. ცდები არაუგვიანეს შემოდგომამდე დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, ვაქცინები შექმნილია mRNA ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, BioNTech-მა Pfizer-თან ერთად შექმნა ეფექტიანი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ.

კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებებად ამ დრომდე რჩება ქირურგიული ჩარევა (სიმსივნური უჯრედების ამოკვეთა), რადიოთერაპია (კიბოს უჯრედების დაწვა) და ქიმიოთერაპია (კიბოს უჯრედების გამრავლების შეჩერება მათი მოკვლის გზით).

ქიმიოთერაპია მკაცრი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა. ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოჩნდა ახალი სამკურნალო საშუალებებიც, მაგალითად, იმუნოთერაპია, რომლის მუშაობის პრინციპიც ასეთია: ბლოკავს კიბოს უჯრედებზე არსებულ რეცეპტორებს (ცილებს, სახელად CTLA-4, PD1 და PDL1).

ჩვენმა იმუნურმა სისტემამ უკვე იცის, როგორ ებრძოლოს კიბოს, მაგრამ იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად, კიბოს უჯრედები სწორედ ამ ცილებს იყენებენ.

ამ რეცეპტორების დაბლოკვის შემდეგ, იმუნურ სისტემას შეუძლია ამოიცნოს კიბო, როგორც საფრთხე და მოკლას.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პრეპარატებსაც აქვს საკუთარი გვერდითი ეფექტები, ისინი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ქიმიოთერაპიის. თანაც, თერაპია შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაშიც.

დაახლოებით ათი წლის წინ, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ისინი განსაკუთრებით კარგად მოქმედებდნენ მელანომებში — კანის კიბოს აგრესიულ ფორმაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა