რით გამოირჩევიან 10 რიცხვში დაბადებული ადამიანები? - ნუმეროლოგია თქვენს ხასიათს ხსნის
გთავაზობთ 10 რიცხვში, ასევე ოქტომბერში დაბადებული ადამიანების დახასიათებას ნუმერელოგიის მიხედვით.
ერთი სიტყვით, რომ იყოს შესაძლებელი ამ ადამიანების დახასიათრება, მათ იღბლიან ადამიანებს უწოდებდნენ.
ამ ენერგიით ადამიანები ბავშობიდანვე გამოირჩევიან ნოვატორული იდეებით, ბავშობიდანვე აქვთ კარგი ბიზნეს იდეები, ზოგადად ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ფორტუნა ხშირად უმართლებთ, იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის ადვილად ჩნდებიან ადამიანები მათ ცხოვრებაში, რომლებიც ეხმარებიან, მათი მიზნების რეალიზებაში, რჩევის სახით იქნება თუ თანამშრომლობით.
პლიუსში ეს ადამიანები მუდმივად ვითარდებიან, ახალ-ახალი ინტერესები აქვთ და დიდი სანაცნობო წრე ყავთ. საკმაოდ კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანები არიან.
ცხოვრების შესაძლებლობებს კარგად იყენებენ და ენდობიან სამყაროს, აქვთ პოზიტიური მოლოდინები, სწრაფად რეაგირებენ ყველა ცხოვრებისეულ შესაძლებლობებზე, მათი ცხოვრება სავსეა პოზიტივით და ხალისით. უყვართ მოგზაურობა ან საერთოდაც შეუძლიათ დღეები დივანზე წოლაში გაატარონ, ასეთი მდგომარეობით სწორედ მათ შეუძლიათ ფორტუნას გამოკრან ხელი - ეს იქნება რაიმე გენიალური იდეა, რომელსაც მერე უცებ რეალობად აქცევენ ან/და გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც შესთავაზოვენ დახმარებას ან თანამშრომლობას.
10 ციფრს ადარებენ იღბლიან ბორბალს, რომელსაც იღბალი მოაქვს თუ ადამიანი ვითარდება, მუდამ ახალ-ახალი იდეები და ამბიციები აქვს, ანუ ცხოვრებაში ზურგის ქარით მოძრაობს.
მინუსში ამ ადამიანებს აქვთ უამრავი შიშები მომავლის, უფრო ზუსტად ფინანსური უზრუნველყოფის შიში, გააჩნიათ ვალები და მიდრეკილნი არიან ზღვარს გადასული ფულადი ხარჯებისკენ, არ უზრუნველყოფენ ოჯახს, მშობლებს და ფლანგავენ იმ მემკვიდრეობას, რაც აქვთ დატოვებული წინაპრებისგან.
10 რიცხვში და განსაკუთრებით ოქტომბრის თვეში დაბადებული ადამიანების მთავარი პროგრამაა ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა და საკუთრების დატოვება მომავალი თაობისთვის.
ამ ადამიანებისათვის აუცილებელია მშობლებმა ბავშობიდანვე ასწავლონ ფულის საკუთარი შრომით გამომუშავება, რადგან აქვთ ძალიან კარგი პოტენციალი გახდნენ ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები, თუ კი მათთვის დამახასიათებელ მიზანსწრაფვას გამოიყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ინტუიცია და შეგრძნება იმის, რომ სამყარო მათ ეხმარება, უბიძგებთ „იოლი“ ფულისკენ, სხვის ხარჯზე ცხოვრების და ზოგადად ფულთან არასწორ დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ.
წყარო: ფეუსბუქგვერდი - ნუმეროლოგია და ასტროლოგია