შვედეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს - ულფ კრისტერსონი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი აცხადებს, რომ შვედეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს.
"შვედეთი უერთდება "Leopard-ების ოჯახს" უკრაინის მხარდასაჭერად, შვედური Leopard 2 ტანკების მეშვეობით. დღევანდელი სამხედრო პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით კომპონენტებს. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ომი მოიგოს", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.