თეგებით ძიება

“დღეს თუ ვინმე უნდა წარმოადგენდეს საქართველოს უკრაინაში, ეს მიშაა…“ - ეკა ხერხეულიძე

დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს თუ ვინმეს უნდა წარედგინა საქართველო უკრაიანაში, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი.

“დღეს თუ ვინმე უნდა წარმოადგენდეს საქართველოს უკრაინაში, ეს მიშაა…

#თავისუფლებამიშას“, - წერს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. დღეს კიევში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის რადამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც მიიწვია, თუმცა მათ იქ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მმართველი პარტიის მაგივრად კიევში ოპოზიცია ჩავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა