“პუტინმა დაურეკა ბიძინას და მოსკოვში ბერას და უტას გაგზავნა მოთხოვა...“ - რას წერს დავით ზურაბიშვილი?
ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ რუსეთის აგრესორად მოხსენიების ფაქტს და წერს.
“რით ახსნით იმ ფაქტს, რომ დღეს დილიდან კობახიძე, ხუნდაძე და კამპანია ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე პირველად მოიხსენიებენ რუსეთს აგრესორად?
ა) უკრაინის ფრონტზე რაღაც ხდება და არა რუსეთის სასარგებლოდ.
ბ) ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა მიტინგზე და პრევენციას ახდენენ, რათა მერე თქვან, იქ სულ ჩვენი მომხრეები იყვნენო.
გ) წუხანდელი ნაქეიფრები არიან და სუსი რომ ნაცების ჩათს უთვალთვალებს, ის შემოეკითხათ პახმელიაზე და მესიჯბოქში აერიათ.
დ) პუტინმა დაურეკა ბიძინას და მოსკოვში ბერას და უტას გაგზავნა მოთხოვა მძევლებად, პლუს დემურ გიორხელიძე პრემიერად ბონუსის სახით.
ე) უბრალოდ გვა@ლეებენ
მე პირადად ხუთივე ვარიანტის საშუალო არითმეტიკულისკენ ვიხრები“, - წერს დავით ზურაბიშვილი.