თეგებით ძიება

გლობალურ ბოროტ პუტინს, თავისი საკუთარი მინიონი ივანიშვილი ჰყავს აქ, ჩვენს სამშობლოში - ნიკა გვარამია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ მიმართა და მათ ნიკა გვარამიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა.

“მოგესალმებით რუსთავის ციხის 212-ე საკნიდან.

მივესალმები უკრაინელ ხალხს და ჩვენს ბიჭებს, რომლებიც უკრაინაში სიკეთის სახელით ანადგურებენ პუტინის რუსებს. ჩვენი ბიჭები უკრაინაში და თქვან ამ მოედანზე, ერთადერთი ხიდებია, რომლებიც გლობალურ სიკეთესთან, დასავლურ ოჯახთან, ნათელ მომავალთან გვაკავშირებს. გლობალურ ბოროტ პუტინს, თავისი საკუთარი მინიონი ივანიშვილი ჰყავს აქ, ჩვენს სამშობლოში. ზუსტად ამ ჯერ კიდევ დარჩენილი ხიდების დაწვა და ქვეყნის ისტორიის დასრულებაა ის, რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს.

უკრაინის გამარჯვება უკვე შემდგარი ფაქტია და ამის გაფორმებაც მხოლოდ დროის საკითხია. დასავლეთი საბოლოოდ გაანადგურებს რუსულ იმპერიალიზმს. ესეც მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ ეს ვერ მოიტანს ჩვენს სამშობლოში გამარჯვებას და სინათლეს, თუ უკრაინის და დასავლეთის საბოლოო გამარჯვებისას ჩვენ მათ გვერდით არ ვიქნებით, სინათლის ნათელ მხარეს, ეს კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობების გადარჩენა.

დრო ცოტაა, სწორი არჩევანი კი ერთადერთი, ყველანი ერთად, გაერთიანებული ძალებით ვიბრძვით და ვამარცხებთ ადგილობრივ მინიონებს. სხვა მომავალი საქართველოს არ აქვს, სხვა უფლება ჩვენი ისტორიის და ჩვენი მომავალი თაობის წინაშე არ გვაქვს. მხოლოდ უკრაინა, მხოლოდ დასავლეთი, მხოლოდ დემოკრატია, მხოლოდ გამარჯვება, გამხნევდით, იყავით თავხედობამდე გამბედავები, არ დათმოთ არცერთი მისხალი და გახსოვდეთ, მტერი მთელი ვნებით ეომება კეთილს უკრაინაშიც, საქართველოშიც და ყველგან.

უკრაინელი ხალხი კი მთელი ვნებით უტევს და ამარცხებს კიდეც, ასე უნდა ვქნათ ჩვენც, ასე და მხოლოდ ასე, რადგან მხოლოდ ვნებით შეიძლება ვნების დამარცხება და მხოლოდ ასეა თავისუფლება მოსაპოვებელი.

მიყვარხართ, მეიმედებით და გგულშემატკივრობთ, თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან” – წერია გვარამიას წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა