თეგებით ძიება
25. 02. 2023 News-ები

შოკისმომგვრელი ინფორმაცია - ბადრი ესებუა თბილისში, შეყვარებულთან ერთად, სუს-ის შენობის გვერდით, ქირით ცხოვრობდა?

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, ბადრი ესებუა თბილისში შეყვარებულთან ერთად ქირით, სუს-ის შენობის გვერდით ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნოდარ მელაძის შაბათი" ავრცელებს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა