ჩვენს წინააღმდეგ ამერიკამ სანქციები დააწესა, მაგრამ ჩვენ ისევ ამერიკულ ფილმებს ვუყურებთ - თინა კანდელაკი
რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის, თინა კანდელაკის მეუღლე, ვასილი ბროვკო სანქციების ქვეშ მოექცა. ამის შესახებ თინა კანდელაკი "ტელეგრამში“ წერს.
"მინდა ორი მომენტი გამოვყო. პირველ რიგში, ჩემთვის ხელისუფლება და ხალხი, მისი კულტურა - ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ჩვენ ისევ ამერიკულ და ბრიტანულ მუსიკას მოვუსმენთ, ვუყურებთ მათ კინოს, ფეხბურთს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობა გვექნება. სანქციებს თავისი ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად პოლიტიკოსები აწესებენ, მაგრამ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან. და ჩვენთვის სანქციები ავტომატურ სიძულვილს და cancel culture-ის რეჟიმის ამოქმედებას არ ნიშნავს, რაც დღეს დასავლეთში ძალიან პოპულარულია დასავლეთში რუსების და რუსული კულტურის მიმართ.
დიდი ბრიტანეთის ისტებლიშმენტი უკვე მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში წინააღმდეგ მოქმედებს. ის არაკომერციული ორგანიზაციების, ბლოგერების, ჟურნალისტების, საგანმანათლებლო სემინარების დახმარებით რუსეთის ძირის გამომთხრელ საქმიანობას ეწევა. პერსონალური სანქციები რუსეთი მოქალაქეთა წინააღმდეგ - ამ ზეწოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ანუ გვინაგვიანებენ, როგორც შეუძლიათ.
და მეორე.
აღწევენ თუ არა ისინი მიზანს? რა თქმა უნდა, არა. უფრო საპირისპირო შედეგს იღებენ. სანქციების სიაში მოხვედრით შეგვიძლია ვიამაყოთ. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ჩვენთვის ისედაც დაკეტილია უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო აქტივები საზღვარგარეთ არ გვაქვს და არც არასოდეს გვქონია.
აშშ-მა კანადამ, და ახლა უკვე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ჩემი ქმრის წვლილი სათანადოდ შეიტანა. ახლა მუშაობას უფრო აქტიურად დავიწყებთ“, - წერს თინა კანდელაკი.