თეგებით ძიება
25. 02. 2023 სპორტი

დავით თედიაშვილი, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

30 წლის, დავით თედიაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

დავიღი ბაკურიანიდანაა. ის თხილამურებზე სამი წლიდან დგას. არის ყოფილი სამთო მოთხილამურე, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი.

პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს, ესპანეთში გავიდა. მას შემდეგ შემოიარა სხვა ევროპული ქვეყნები და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა არაერთხელ ასახელა მშობლიური ქვეყანა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სპორტული კარიერა დროებით შეაჩერა, შემდეგ კი ისევ გააგრძელა სპორტული ცხოვრება.

ფინალი ბაკურიანში დღეს, 25 თებერვალს გაიმართება. დავით თედიაშვილთან ერთად ფინალისტები არიან ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე, რომლებიც სკი კროსში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა