თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50 ათასს გადასცდა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50 ათასს გადასცდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თურქეთში ოფიციალურად დადასტურებულია 44 218 ადამიანის დაღუპვა, ხოლო სირიაში 5914-ის.
თურქეთში დაზიანებული და დანგრეული შენობების აღდგენა უკვე დაწყებულია. წინასწარი ინფორმაციით, დაინგრა ან დაზიანდა 160 ათასი შენობა, რომელშიც 520 ათასი ბინა მდებარეობდა.
შეგახსენებთ, მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 7,8 შეადგინა.