თეგებით ძიება

30 წელია, აშშ ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა.

„მოგესალმებით, მე ვარ კელი დეგნანი, ამერიკის ელჩი საქართველოში, მსურს, მადლობა გადავუხადო ნინო ჩიკვაშვილს, თქვენთან სასაუბროდ მოწვევისთვის, ესეების კონკურსზე "ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი", რომელსაც მასპინძლობს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი". აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან ამ რთულ სამეზობლოში და ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ და თავისუფალი ბაზრის ღირებულებებს, ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილს, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს აქვს დემოკრატიისა და მრავალფეროვნების შთამბეჭდავი ისტორია და ტრადიცია - თამარ მეფის კრებებიდან მოყოლებლი, "ერის მამად" მიჩნეული, ნოვატორული რეფორმების ავტორი ილია ჭავჭავაძისა, თუ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩათვლით.

შეერთებული შტატების მსგავსად საქართველოს აქვს მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის ხანგრძლივი ისტორია, იგი მასპინძლობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ებრაულს თემს, მუსულმანურ თემებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და სხვადასხვა ენებს და ძლიერ რეგიონულ იდენტობებს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატიაა, საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს უფრო ადრე, ვიდრე შეერთებულ შტატებში და საქართველომ აირჩია პირველი მუსულმანი პარლამენტის წევრი უფრო ადრე, ვიდრე შეერთებული შტატები აირჩევდა პირველ მუსულმან წარმომადგენელს კონგრესში", - ამბობს დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა