უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ენმ-ის წევრები შეხვდნენ (ვიდეო)
უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის წევრებს უკრაინაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ.
გია ბარამიძემ, ანი წითლიძემ და დავით ხაჯიშვილმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს თავდადებისა და თავგანწირვისთვის.
ქართველმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ამაყობენ ქართველი ჯარისკაცებით, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ომში საკუთარ სამშობლოსაც იცავენ.