თეგებით ძიება

ბადრი ესებუა ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოა ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა, რომელიც ყველაზე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ციხიდან წერილს აგზავნის და განმარტავს, რომ თავისუფლად გადაადგილდებოდა საქართველოს მასშტბით. 

როგორც „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში ესებუა აცხადებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ წელზე მეტი ხნის გსნმსვლობსში იმყოფებოდა.

"როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ  თითქოს  მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავაადგილდებოდი. მთელს  საქართველოში. მათ შორის დედაქალაქშიც

ოკუპირებულ ტერიტორიზე წელიწადნახევარი ან ერთი წელი ვიმყოფებოდი. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2022 წლის ოქტომბერში დავბრუნდი. ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში. დედაქალაქში მეტროთი გადავაადგილდებოდი, რადგან ეს უსაფრთხო იყო,"- აცხადებს ბრალდებული. 

მისი თქმით, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულობას საქართველოში ვერ დაამტკიცებს, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს.

„ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი, სიმართლის დამტკიცების იმედი მაქვს, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს.ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები“,- განაცხადა ბადრი ესებუამ.

ბრალდებული მისი ძმის, ბიძინა ესებუას გსთავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმარია.

„სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში.

თუ რატომ წავედი შეიარაღებული ძალებიდან ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ, ოღონდ ახლა არა, ახლა ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ“,- განაცხადა ბადრი ესებუამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი შეიჭრა და 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი მძევლად აყვანილი. თავდამსმხმელმა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.  თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

გამოძიების ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორიელა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.</p>


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა