თეგებით ძიება
26. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთში, მიწისძვრისას დანგრეული შენობების გამო, გამოძიება 600-მდე პირის წინააღმდეგ დაიწყო

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600-მდე პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის ცნობით, 612 ეჭვმიტანილიდან 184 დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, შენობის მფლობელები და მმართველები. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა