თეგებით ძიება

საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ - წულუკიანი „აგენტების კანონზე“

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონს ეხმაურება და ამბობს, რომ მასში საგანგაშო არაფერია. 

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის 2013 წლიდან არაერთი მკაცრი კანონი მივიღეთ, ვფიქრობ, რომ ეს იყო გამართლებული და აუცილებელი. ახლა ჯერი არასამთავრობო სექტორზეა, რომელიც ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ ფინანსური ანგარიშვალდებულების ფორმით გამჭვირვალობა მათთვისაც გაჯანსაღების გზაა, რადგან საზოგადოების მართვაში როცა ხარ ჩართული და სახელმწიფოს მართვის პროცესში გინდა მონაწილეობის მიღება, როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო სექტორს გვევალება საბაზისო და ელემენტარული გამჭვირვალობა. ამიტომ, ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა