თეგებით ძიება

ბადრი ესებუას ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს - დეტალები

ბადრი ესებუას ადვოკატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც დაკავების მომენტში პროცესუალურ დარღვევებზე ისაუბრეს.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ კითხვის ნიშნები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება.

“თუ რამდენად მოხდა, ოფიციალური ვერსიით რაზეც ბრალდების მხარე საუბრობს, სახლში დაკავება, ეს რა თქმა უნდა საეჭვოა. დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ მასზე განხორციელდა ე.წ. პროპორციული ძალა, თუმცა რამდენად იყო პროპორციული ეს უკვე შეფასების საკითხია.

ასევე, გასათვალისწინებელია რომ ბადრი ესებუას არ მიეცა ნაფიცმსაჯულების არჩევის შესაძლებლობა და ეს კიდევ კითხვის ნიშნებს ბადებს.

მოდიან ე.წ. დაზარალებულები, რომლებსაც როდესაც დაცვის მხარე ეკითხება არის თუ არა ჩვენს უკან მდგომი პიროვნება, ისინი პასუხობენ, რომ არ არის ეს პიროვნება, ან პასუხობენ, რომ ამოცნობა არ შეუძლიათ. შესაბამისად, უკვე გამოდის, რომ ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს,” – აცხადებს ადვოკატი ალექსი კობაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა