ატენის ხეობაში ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ატენის ხეობაში ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა.
ბიისის გაყინულმა ჩანჩქერმა „ბიისი ქაფს“ უმასპინძლა.
შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად შეეძლო.
ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ბიისში დღეს 50 მონაწილე იყო ჩართული. ფესტივალი 20 წელზე მეტია ტარდება, თუმცა მასშტაბური ხასიათი წელს მიიღო.
ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის მერია და ტურისტული ასოციაცია „ტონთიოა“.