თეგებით ძიება

8 - როგორია ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი?

 რიცხვი, რომელშიც არის ადამიანი დაბადებული, წარმოადგენს მის სავიზიტო ბარათს საზოგადოებაში და ქმნის ერთგვარ წარმოდგენას ჩვენი პიროვნების შესახებ.

გაგაცნობთ 8 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს და ასევე, აგვისტოში დაბადებულ ადამიანებსაც.

"რამდენიმე სიტყვით თუ გვინდა აღვწეროთ, ეს იქნება ადამიანი, რომელზეც ამბობენ "უკვე დაბრძნილი დაიბადაო", პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, ნათელი და შორს მჭვრეტელი გონებით, მაღალი სტატუსით და კარგი ფინანსური კარმით გამორჩეული ადამიანები არიან. 

 8 რიცხვში დაბადებული ადამიანი სატურნის გავლენის ქვეშ არიან, რაც ერთის მხრივ, მიუთითებს რთულ ცხოვრებისეულ გზაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, მის საპირწონედ პლანეტა აჯილდოვებს ამ ადამიანებს სტატუსით, ძალაუფლებით და ფინანსებით.

რვაში დაბადებული ადამიანები პატარა ასაკიდანვე იღებენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახსა და საზოგადოებაზე. მათი მთავარი მისიაა ამ ცხოვრებაში ნათელი გონების და შეუპოვარი შრომისმოყვარეობის წყალობით ემსახურონ საზოგადოებას. როგორც წესი, საკმაოდ სერიოზული შეხედულების ადამიანები არიან, რეალურად აფასებენ სამყაროს ყოველგვარი შეფერილობის გარეშე, დაფასება და აღიარებას საზოგადოებისგან უფრო გრძნობენ, ვიდრე ოჯახისგან, ფიქრობენ, რომ ახლობლებს მათი არ ესმით და ამიტომ გარკვეული წყენები უყალიბდებათ. როგორც წესი, ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავთ, მათი ზედმეტი პირდაპირობის გამო. თავისიანის დაცვას „კბილებით“ ცდილობენ, მათ ან უყვართ ან სძულთ, ადამიანები მისთვის ან კარგები ან ცუდები არიანს, ნაკლებად ენდონიან ადამიანებს და მუდმივად აკონტროლებენ სიტუაციას, ამ თვისების გამო სამსახურში მთელ საქმეს თვითონ აკეთებენ, ფიქრობენ, რომ მაინც მოუწევთ გადამოწმება, ამიტომ უმჯობესია თავად გააკეთონ ყველფერი. 

უკვირთ ადამიანების, რომლებიც უსაქმოდ არიან, ვერ ხვდებიან, რომ მათი ენერგეტიკული პოტენციალი არ გავს სხვისას, რაც მისთვის ნორმაა, სხვისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. შეეცადონ არ იყვნენ ზედმეტად პირდაპირები, ჩაიხედონ ადამიანის სულში და დააფასონ ისინი მათი ინდივიდუალური დადებითი თვისებების გამო. 

8-ში დაბადებულების ძლიერი ენერგეტიკა საჭიროა გამოყენებულ იქნას მასშტაბური გეგმებისთვის, ამ ადამიანებს ძალუწთ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ წარმატებას, თუნდაც ამისთვის ბევრი წელი დასჭირდეთ. 

მთავარია, წარუმატებლობის შიშები დაამუშაონ და წარსულ შეცდომებზე არ ჩაიციკლობ. ცხოვრებაში სირთულეების ხარისხი პირდაპირ პროპორციულია მომავალში მათ წარმატებასთან, რადგან სატურნი მიუხედავად იმის, რომ მკაცრი მასწავლებელია, ასეთივე კარგად აჯილდოებს ჩაბარებული ცხოვრებისეული გაკვეთილებისათვის. 

8-ში დაბადებულები ითვლებიან სამართლიანობის სიმბოლოდ, ამიტომ საკმაოდ მკაცრად მოეთხოვებათ ყველანაერი არაკანონიერი და უსამართლო ქმედებებზე. სფეროები დაკავშირებული სამართალთან, პოლიტიკასთან, სტრუქტურასთან, კონსტრუქვიასთან და რეორგანიზაციასთან, ეს მათი იდიალური მდებარეობაა. ამ ადამიანებს უკავიათ სისტემა და სტაბილურობა სამყაროში, წარმოადგენენ მებრძოლებს სამართლიანობის და წესრიგის სახელით, ამიტომ გვხვდებიან, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, პოლიტიკოსები( უფრო ისინი, რომლებიც მართავენ პროცესებს და არა საზოგადო სახეები), მშენებლები და ზოგადად გლობალური, ქსელური ტიპის ბიზნესის ხელმძღვანელები. 

   მაღალგანვითარებულ 8-იანები მათი ნათელი გონების წყალობით კარგად ერკვევიან სამყაროს მოწყობის, ფუნქციონირების და ზოგადად, ოკულტურ სფეროში. 

რაც შეეხება პირად სფეროს, პარტნიორებს ზედმიწევნით გულდასმით არჩევენ, რა თქმა უნდა, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რა დონეზე განვითარებულ 8-თან გვაქვს საქმე, მაგრამ ზოგადად, რომ მათთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს საერთო ინტერესებს და ინტელექტუალურ დონეს. მეუღლის მიმართ გარკვეული უკმაყოფილება მაინც ახასიათებთ ხოლმე, ფიქრობენ, რომ მათი არ ესმით ... ნუ ეს მარტო მეუღლეზე არ ვრცელდება. 

ტყუილში ცხოვრება ალბათ ყველაზე რთული იქნება ამ ადამიანებისთვის, რადგან მათი სინდისი არ მისცემს მოდუნების და განტვირთვის საშუალებას, მუდამ აქტიური ტვინი გამუდმებით შეახსენებს უპატიებელლ შეცდომებს.

მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ მოვლენებით დატვირთული და შფოთიანი ცხოვრება აქვთ, ეს ადამიანები სიღარიბეშიც რომ იყვნენ დაბადებულნი, ძალა შესწევთ, მაღალი სტატუსი და დიდი სიმდიდრე მოიპოვონ.

წყარო: ფეისბუქგვერდი "ნუმეროლოგია და ასტროლოგია"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა