თეგებით ძიება

2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 370 000 ლარის შემოწირულება მიიღო - არასამთავრობო

2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ბოლო კვარტალში 42 255 ლარი შემოწირულობის სახით მიიღო პარტიამ - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 5 100 ლარი „ევროპელმა სოციალისტებმა“; 3 780 ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სხვა პარტიების შემოწირულობები კი ასეთია: „საქართველოს ლეიბორისტული მოძრაობა“ 3 700; „ელენე ხოშტარია - დროა“ 3 420; „საქართველოსთვის“ 2 975; „ხალხისთვის“ 1 310; „თავისუფალი საქართველო“ 255.

ამავე პერიოდში, 2022 წლის 1-ელი ოქტომბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოწირულობების რაოდენობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: „კონსერვატიული მოძრაობა“ 168; „ლელო საქართველოსთვის“ 14; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 13; „ხალხისთვის“ 12; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 11; „საქართველოსთვის“ 10; „ელენე ხოშტარია - დროა“ 8; „ევროპელი სოციალისტები“ 4; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 3’ „თავისუფალი საქართველო“ 3.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა