თეგებით ძიება

გაზრდილი თვალის ბადურებით მხედველობის აღდგენა შესაძლებელია? - მეცნიერების ახალი კვლევა

ლაბორატორიაში გაზრდილი თვალის ბადურებით, მხედველობის აღდგენის ცდები ადამიანებზე დასაწყებად მზად არის. აღნიშნული კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

აშშ-ში, მედისონის ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიდი შრომის შედეგად, ლაბორატორიაში გაზრდილი სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები განცალკევების შემდეგ კვლავ შეაერთეს; ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსპლანტაციისკენ იმ ადამიანებში, რომლებიც თვალის სხვადასხვა დაავადების მკურნალობას საჭიროებენ.

ერთად მუშაობისას, ეს ფოტორეცეპტორები სხვა უჯრედებთან ერთიანდებიან და წარმოქმნიან თვალის ბადურას — ბადისებრ გარსს, რომელიც სინათლის ტალღის სიგრძეებს გარდაქმნის სიგნალებად, რომლებსაც თავის ტვინი მხედველობად გარდაქმნის.

მკვლევრებს სურდათ, ბადურის უჯრედები სხეულს გარეთ გაეზარდათ და შემდეგ, მათით ჩაენაცვლებინათ თვალის მკვდარი ან ფუნქციადაკარგული უჯრედები.

2014 წელს მეცნიერებმა შექმნეს ორგანოიდები (უჯრედთა გროვები, რომლებიც ლაბორატორიაში თვითორგანიზებით იღებენ 3D ფორმებს), რომლებიც ბადურის ფორმას და ფუნქციას იმეორებდნენ. ამისათვის, მათ ადამიანის კანის უჯრედები ისე გადააპროგრამეს, რომ ღეროვანი უჯრედების მსგავსად ემოქმედათ; ამის შემდეგ, ღეროვანი უჯრედები წაახალისეს, რომ მათ რამდენიმე ტიპის ბადურის უჯრედები წარმოექმნათ.

შარშან, იმავე ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევები, რომლებშიც აჩვენეს, რომ ლაბორატორიაში გაზრდილ ბადურის უჯრედებს რეაგირება შეეძლოთ სხვადასხვა ტალღის სიგრძისა და სიძლიერის სინათლეზე; ამას გარდა, კავშირის დასამყარებლად სწვდებოდნენ მეზობელ უჯრედებსაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა