პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
სამსახურში ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს. რთულ სიტუაციებში ოჯახის წევრის იმედი გქონდეთ. ორიენტირდით სამომავლო გეგმებზე. ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ახალი შემოსავლის ძიება მოგიწევთ. ხანგრძლივი მოგზაურობა ძალიან დამღლელი აღმოჩნდება.
კურო
ინტრიგების და გაუგებრობების დიდი ალბათობაა, ასე რომ მზად იყავით. ფინანსური საკითხების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. კოლეგებთან ურთიერთობები და საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენ ემოციურ მდგომარეობას. უცხო ადამიანი თქვენით ძალიან მოიხიბლება.
ტყუპები
პროფესიულ საქმიანობაში დიდ გამოცდილებას მიიღებთ და განვითარებას დაიწყებთ. თქვენი ანალიტიკური უნარები, ფინანსურ ფრონტზე სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა ოჯახის წევრთან იკამათოთ. თუ დასვენება და განტვირთვა გინდათ აიღეთ შვებულება. შეყვარებული ორიგინალურ საჩუქარს გაჩუქებთ.
კირჩხიბი
სამსახურში სხვისი წარმატება, თქვენთვის მოტივაცია გახდება. წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ. ვარჯიშს სათანადო დრო დაუთმეთ. ქონების შესაძენად კარგი პერიოდია. თქვენი შრომა კარგი ანაზღაურებით დაფასდება. დატვირთული გრაფიკი ურთიერთობაში დაძაბულობას შემოიტანს.
ლომი
თქვენი იდეა წარმატებული აღმოჩნდება და დიდ ქებას დაიმსახურებთ. ფინანსური კუთხით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. ოჯახში არსებული დაძაბულობა თქვენ განწყობაზე უარყოფითად აისახება. ჯანმრთელობის პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ.
ქალწული
სამსახურში ცვლილებები დაძაბულობას შემოიტანს და თქვენ მუშაობაზე მოახდენს ზეგავლენას. ჯანსაღი ცხოვრება ენერგიით აგავსებთ. მოგიწევთ ხარჯების შემცირება, რათა რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. საყვარელი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში რომანტიკას შემოიტანს.
სასწორი
თუ სამსახურის შეცვლა და ახალი უნარების შეძენა გსურთ არ შეგეშინდეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ოჯახის წევრს სერიოზული პრობლემის მოგვარებაში თქვენი დახმარება დასჭირდება. ვარსკვლავები დღეს თქვენთვის ანათებენ.
მორიელი
აკადემიურ ფრონტზე ზედმეტი თავდაჯერებულობა კარგ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში ცვლილებები დაძაბულობას შემოიტანს. ფინანსურ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ და თქვენი შემოსავალი სტაბილურ სახეს მიიღებს. გულწრფელი დიალოგი საყვარელ ადამიანთან დაგაკავშირებთ.
მშვილდოსანი
პროფესიულ საქმიანობაში თქვენი რეპუტაცია გაიზრდება. ჩადებული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ოჯახი მხარს დაუჭერს ყველა თქვენ გადაწყვეტილებას. ოფიციალური მოგზაურობა სასიამოვნო დასვენებად გადაიქცევა. თქვენი უარყოფითი განწყობა საყვარელი ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევს.
თხის რქა
იღბალი თქვენ მხარესაა და შეძლებთ ახალი სახლის ყიდვას. თქვენ წინ უამრავი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადადგათ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება.
მერწყული
დროა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენ საქმიანობას. სამსახურში კოლეგების მხრიდან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ახალი ინვესტიცია კარგ შედეგს მოგიტანთ, რაც თქვენ ფინანსებზე აისახება. ახალი რომანი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება.
თევზები
სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ. შვებულება დადებითი ემოციით აგავსებთ. ეცადეთ მომავალს პოზიტიური კუთხით შეხედოთ და ოცნებებში გადაეშვათ. ურთიერთობაში არსებული პრობლემები მალ