თეგებით ძიება

8 თვისება, რითაც კურო ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან გამოირჩევა

ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი განსხვავებულია და ერთმანეთისგან სხვადასხვა თვისებებით განსხვავდებიან. გთავაზობთ კუროს 8 მახასიათებელს:

1. თუ ამბობს რომ მისთვის ძვირფასი ხარ ე.ი., ნამდვილად ასეა, რადგან ამ სიტყვებს კურო ზერელედ არასოდეს იტყვის. 

2. თუ ამბობს რომ მისთვის სულერთი ხარ ე.ი., არ აზვიადებს, რადგან კურო მხოლოდ მაშინ შლის ვინმეს მისი ცხოვრებიდან, როცა ადამიანზე წარმოდგენა საბოლოოდ ეკარგება და მის მიმართ პატივისცემას კარგავს.

3. თუ ამბობს, რომ რაღაცის გაკეთება არ უნდა, ვერ გადააფიქრებინებ, რადგან ზედმეტად ჯიუტია და თუ მაინც გინდა რომ რაღაც გადააფიქრებინო, ეს იმდენად რთული იქნება, რომ რკინის ნერვები და მოთმინება დაგჭირდება.

4. თუ ამბობს, რომ ის დასახულ მიზანს მიაღწევს, მიაღწევს, რადგან კურო მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია მისთვის.

5. კუროსთვის უმნიშვნელოვანესია, ყურადღება და ზრუნვა. ვერანაირი სიტყვებით და დაპირებებით ვერ დაარწმუნებ, რომ შენთვის მნიშვნელოვანია, თუ ზრუნვა და ყურადღებას ვერ მიიღებს. 

6. არ უყვარს დაპირებები და არც თვითონ პირდება რამეს, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება, რადგან თვლის, რომ თუ ადამიანი 100%-ით არ ხარ  დარწმუნებული, არაფერს არ უნდა დაპირდე ვინმეს. ამიტომ კუროს სიტყვას ყოველთვის აქვს ფასი! 

7. ყველაზე მეტად ვერ იტანს მერყევ ადამიანს და არასტაბილურობას, ეს მასში დისკომფორტს იწვევს და დისკომფორტი კი ფორიაქს. კურო ვერასოდეს გაუგებს ადამიანს, რომელსაც "კვირაში 9 პარასკევი აქვს".

8. ვერ იტანს ლოდინს, თუმცა თუ მისთვის მნიშვნელოვანია რაღაცის მიღება, მიღწევა, მას უდიდესი მოთმინების უნარი გააჩნია!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა