რას ამბობს ციფრები თქვენს ბედზე, სიყვარულზე, ბედისწერაზე - როგორ შეგიძლიათ, ჩაწვდეთ ცხოვრებისეულ დეტალებს?
იცოდით, რომ ციფრები ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავენ? ამასთან, კონკრეტულ რიცხვებს, შეუძლიათ პირადი ცხოვრების შესახებ გესაუბრონ...
მოკლედ, ახლა მთავარია მოძებნოთ თქვენი ბედისწერის ციფრი.
ბედისწერის ციფრი
მისი მოძებნა ადვილია. ციფრებით დაწერეთ თქვენი დაბადების წელი თვე და რიცხვი. შემდეგ სათითაოდ მიუმატეთ ერთმანეთს მანამ, სანამ არ მიიღებთ ციფრს ერთიდან ცხრამდე. მაგალითად: ვთქვათ თქვენ დაიბადეთ 1970 წლის 27 ნოემბერს, დაწერთ ასე: 27.11.1970 – 2+7+1+1+1+9+7+0=28
2+8=10
1+0=1
ამ შემთხვევაში თქვენი ციფრი იქნება ერთი…
თქვენი ციფრია – 1
ხასიათი: თქვენ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ხართ. გამოირჩევით ორიგინალურობით და ყოველთვის საკუთარ თავზე იღებთ ინიციატივას. გარშემო არავის ტოვებთ გულგრილს. თქვენგან კარგი ხელმძღვანელი გამოვა. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – ჯერ სხვებზე იფიქრეთ და მერე საკუთარ თავზე.
შეგესაბამებათ: 3, 5, 7, 9.
თქვენი ციფრია 2
ხასიათი: ბედნიერებას გარშემომყოფთა დახმარებაში პოულობთ. თუმცა ისინიც სიყვარულით გპასუხობენ და უყურადღებობას ნამდვილად არ განიცდით. მზრუნველი ხართ. ძალიან კარგად გამოგდით ყველაზე რთული სიტუაციის განმუხტვაც კი. თქვენი სუსტი წერტილია გადაუწყვეტელობა, ამიტომ მარტო მუშაობას კოლექტივთან თანამშრომლობა სჯობს.
შეგესაბამებათ: 4, 6 და 8.
თქვენი ციფრია -3
ხასიათი: კონტაქტური და მეგობრული ხართ. ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული და სადაც უნდა იყოთ იზიდავთ ფულს, წარმატებას და გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში ექცევით. შემოქმედებითი შესაძლებლობები გაქვთ, ხალხმრავლობა გიყვართ და მასობრივი ინფორმაციიის წყაროები გიზიდავთ. თუმცა ძალიან მსუბუქად უყურებთ ცხოვრებას, ეს კი სარისკოა.
შეგესაბამებათ: 1, 5, და 9.
თქვენი ციფრია – 4
ხასიათი: მიზანდასახული და სანდო ადამიანი ხართ. სერიოზულად უდგებით ცხოვრებას. პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაძლევთ ღუბლებში ფრენის საშუალებას. ლოგიკურობა და დაკვირვებულობა შეუცვლელს გხდით ნებისმიერი გუნდისთვის. პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.
შეგესაბამებათ: 2, 6 და 8.
თქვენი ციფრია – 5
ხასიათი: გამჭრიახობის წყალობით ყოველთვის უსწრებთ მოვლენებს. ძალიან ჭკვიანი ხართ და ეს შესამჩნევია. გამუდმებით მოძრაობაში ხართ, ვერ ეგუებით ერთფეროვნებას.
შეგესაბამებთ: 1, 3 და 9.
თქვენი ციფრია – 6
ხასიათი: თავდაჯერებული, გულწრფელი და გახსნილი ადამიანი ხართ. გარშემომყოფების პატივისცემას იმსახურებთ. თქვენი იმედი შეიძლება თავისუფლად ჰქონდეთ. ახლობლებს კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს უქმნით. ამასთან ციფრი 6 სიმბოლიზირდება მომსახურებასთან და სავარაუდოა, რომ მუშაობდეთ მედიცინაში ან რომელიმე სოციალურ სფეროში.
შეგესაბამებათ: 2, 4 და 8.
თქვენი ციფრია – 7
ხასიათი: სერიოზული და რთული ნატურა ხართ. აუცილებლად უნდა იცოდეთ ზუსტი პასუხები კითხვებზე: “რატომ?” და “როგორ?”- არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაა. ამოუცნობი და თავშეკავებული ხართ. ხარისხს ყველაზე წინ აყენებთ. შეეცადეათ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.
შეგესაბამებათ: 1, 5 და 7.
თქვენი ციფრია – 8
ხასიათი: სამართლიანი, პრაქტიკული და ამბიციური ხართ. მატერიალური კეთილდღეობა თქვენი ბედნიერების საწინდარია. ამისთვის მზად ხართ დღე და ღამე იმუშავოთ. წარმატებული ბიზნესის ასაწყობად ყველა თვისება გაქვთ.