თეგებით ძიება

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

სამსახურში კოლეგა თქვენ გაღიზიანებას შეეცდება, მაგრამ არ აყვეთ და არ ჩაერთოთ კონფლიქტში, რათა რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესო მოგზაურობა გელით. საღამოს გეგმები შესაძლოა, გადაიდოს. 

კურო

კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მეტ ყურადღებას დაუთმობთ და ახალ უნარებს შეისწავლით. 

რემონტი დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ დროა ცვლილებები დაიწყოთ. სამსახურში დატვირთული დღე გექნებათ, მაგრამ ყველაფერს თავს წარმატებით გაართმევთ. ფინანსური კუთხით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. 

ტყუპები

მემკვიდრეობით შესაძლოა, ქონება მიიღოთ. ვარჯიში და სწორი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ოჯახის წევრები ყოველთვის ვერ დაგეხმარებინ და მოგიწევთ ახალი შემოსავლის ძიება. ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი შეგახსენონ.

კირჩხიბი

ოჯახურ პრობლემას მშვიდობიანი გზით მოაგვარეთ. უმჯობესია წახვიდეთ სამოგზაუროდ, დაისვენოთ და დადებითი ენერგიით აივსოთ. ადამიანები დააფასებენ თქვენ კეთილ გულსა და განხორციელებულ ქმედებებს. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და მოემზადეთ ახალი რომანისთვის.

ლომი

ყველაფერი შესაძლოა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. წარსულის მოგონებები თავს შეგახსენებენ. კარიერული წინსვლის პერსპექტივა იზრდება. ცხოვრება ძალიან კარგ გეგმას გიმზადებთ და დროა ცხოვრებით ტკბობა ისწავლოთ. 

ქალწული

ოჯახის წევრების დახმარებით ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება. ქონებრივი დავა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. სამსახურში ყველა პასუხისმგებლობას წარმატებით გაართმევთ თავს. აკადემიურ სფეროში წინ წახვალთ და განვითარდებით. საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენი განწყობის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. 

სასწორი

დასვენების მიზნით კარგია დაგეგმოთ ქალაქგარეთ ვიზიტი. თქვენ იდეებსა და მოსაზრებებს ყველა პატივს სცემს. დღეს საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. სამსახურში სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების გამო ქებას დაიმსახურებთ.

მორიელი 

ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადეღება დაუთმეთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ახალი შემოსავლის წყაროს დახმარებით გაუმჯობესდება. უმჯობესია, არ ჩაერიოთ ადამიანების პირად ცხოვრებაში. სამსახურში უფრო რთული დავალების შესრულება მოგიწევთ, ვიდრე აკეთებდით. ოჯახური დავას მარტივად მოაგვარებთ.

მშვილდოსანი

სამსახურში დატვირთული გრაფიკის გამო ძალიან გადაიღლებით. ინვესტიცია იმაზე წარმატებული აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ. დღეს თავს ენერგიულად იგრძნობთ და ყველა პრობლემას თავს წარმატებით გაართმევთ თავს. უმჯობესია თუ ხარჯებს შეამცირებთ და ბევრ ფულს არ გაფლანგავთ. 

თხის რქა

საყვარელი ადამიანებისგან კარგ ამბავს ელოდეთ. კარიერული კუთხით განვითარდებით დ ახალ შემოთავაზებებს მიიღებთ. ეცადეთ დაისვენოთ და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ქონებრივი საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წამი ბედნიერებით აგავსებთ.

მერწყული

ოჯახში მცირე ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც თქვენ განწყობაზე ცუდ გავლენას მოახდენს. ახალი გამოცდილების მისაღებად ბევრი შრომა მოგიწევთ და უკან არ დაიხიოთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ვარსკვლავები დახმარებით შესაძლოა ახალი სიყვარულიც იპოვოთ.

თევზები 

ოჯახის უფროს წევრებთან დროის სასიამოვნოდ გაატარებთ და ყველა პრობლემას წარსულში დატოვებთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება და კვლავ დაიბრუნებთ ენერგიას. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. რომანტიკული ურთიერთობა კარგად ვითარდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა