რა ელით მარტში მორიელის ნიშნით დაბდებულებს? - ასტროლოგიური პროგნოზი
საინტერესოა, რა ელით მარტში მორიელის ნიშნით დბადებულებს... მთელი თვის ასტროლოგიურ პროგოზს გთავაზობთ.
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული მოდის და რომანტიკული განწყობა იმატებს, სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებს ვერსად გაექცევით. თუმცა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ. უმჯობესი იქნება, თუ დროს და საქმეებს გონივრულად გადაანაწილებთ. ნურც სადღესასწაულო წვეულებებს გამოაკლდებით. ზომიერება გმართებთ აზარტში. უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ დაივიწყებთ ამ მავნე ჩვევას, თორემ ან უფულოდ დარჩებით, ან ვალებში გადავარდებით. მარტში რადიკალური ცვლილებები არ გელით, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე შეგიძლიათ გადადგათ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მთელი თვის განმავლობა და განსაკუთრებით პირველ დეკადაში მოგიწევთ ახლობლების, კოლეგების დახმარება. ხან რჩევით, ხან ფულით და ხანაც ფიზიკურად.
თავიდანვე ყურადღებით იყავით, რომ სხვების გამო საკუთარი საქმეები არ გაგიფუჭდეთ. მარტი კარგი თვეა პირადი ბიზნესის გასავითარებლად. ზოგიერთი შეიძლება უძრავი ქონების, სარემონტო სამუშაობის ბიზნესში ჩაერთოს.
სამსახურში ავტორიტეტს აიმაღლებთ, - უფროსობაც დაგაფასებთ და პარტნიორებიც. თუ მოინდომებთ, დაწინაურდებით კიდეც. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ფული შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ. ფინანსების ხარჯვა კი საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ. არ გირჩევთ ფულის გართობაზე, აზარტზე დახარჯვას.
ჯანმრთელობა
მოგემატებათ პოზიტიური განწყობა. იზრუნეთ განწყობის, იმუნიტეტის ამაღლებაზე. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. აი, ფიზიკური აქტიურობა კი ზომიერად გმართებთ; მომატებულია ტრავმების ალბათობა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ მასაჟის კურსს.