თეგებით ძიება

სინათლის სიჩქარე დაძლევადია? - უახლესი კვლევა

სინათლის სიჩქარე, ე.წ. აინშტაინის თეორია ყველას გვსმენია, მაგრამ ვიცით, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

პირველი, სინათლეზე სწრაფად მოძრაობა არაფერს შეუძლია. ასეთია ფიზიკის კანონი, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორიის საძირკველია. რაც უფრო სწრაფად მიდის რამე, მით უფრო უახლოვდება დროის გაყინვის პერსპექტივას. კვლევა Classical and Quantum Gravity-ში გამოქვეყნდა.

თუ უფრო სწრაფად წახვალთ, შეეჩეხებით დროის უკუქცევის პრობლემას, აგერევათ მიზეზობრიობის ცნებები.

თუმცა, ვარშავის უნივერსიტეტისა და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა ფარდობითობის ზღვრები გადასწიეს, რათა მიეღოთ სისტემა, რომელიც არ ეწინააღმდეგება არსებულ ფიზიკას და შესაძლოა, ახალი თეორიების გზებსაც მიგვანიშნებდეს.

შედეგად მიიღეს „სპეციალური ფარდობითობის გაფართოება“, რომელიც აერთიანებს დროის სამ განზომილებას და სივრცის ერთ განზომილებას (1+3 სივრცე-დრო), განსხვავებით სივრცის სამი და დროის ერთი განზომილებისგან, რომელსაც ყველა ვიყენებთ.

„არ არსებობს ფუნდამენტური მიზეზი იმისა, რომ დამკვირვებლები, რომლებიც აღწერილ ფიზიკურ სისტემასთან მიმართებაში სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობენ, მას არ უნდა დაექვემდებარონ“, — ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ანდრეი დრაგანი.

ახალი კვლევა ეფუძნება ამავე ჯგუფის ზოგიერთი წევრის წინა ნაშრომს, რომლის მიხედვითაც, სუპერლუმინალური პერსპექტივები შეიძლება დაგვეხმაროს კვანტური მექანიკისა და აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორიის დაახლოებაში — ეს გახლავთ ფიზიკის ორი შტო, რომლებიც ამჟამად ვერ ერთიანდება ერთ ყოვლისმომცველ თეორიაში, რომელიც გრავიტაციას ისევე აღწერდა, როგორც სხვა ძალებს ვხსნით.

ამ ჩარჩოში, უკვე შეუძლებელია ნაწილაკების მოდელირება წერტილის მსგავს ობიექტებად, როგორც ეს შეგვიძლია სამყაროს უფრო ამქვეყნიურ 3D (პლუს დრო) პერსპექტივაში.

ამის ნაცვლად, იმის აღსაქმელად, თუ რას შეიძლება ხედავდნენ დამკვირვებლები და როგორ შეიძლება იქცეოდეს სუპერლუმინალური ნაწილაკი, საჭიროა, მივმართოთ ველის თეორიებს, რომლებიც კვანტურ ფიზიკას ეფუძნება.

თუ ფიზიკოსები არ ცდებიან, გაფართოებულ სპეციალურ ფარდობითობაში სამყაროს ყველა ნაწილაკს უნდა ჰქონდეს ექსტრაორდინარული თვისებები.

წყარო: 1TV.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა