თეგებით ძიება

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პროფესიული კუთხით საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი და კარგ გამოცდილებას მიიღებთ. მოგზაურობა დადებითი ენერგიით აგავსებთ. ადამიანი, რომელიც დიდი ხანი მეგობრად მიგაჩნდათ, სიყვარულში გამოგიტყდებათ.

კურო

თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჯანსაღი კვება და ვარჯიში ენერგიით აგავსებთ. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი შრომა დაფასდება და რეპუტაცია გაიზრდება. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ და კარგად გაერთობით. 

ტყუპები

კარგი იქნება თუ თქვენ მიზანზე უარს არ იტყვით და განაგრძობთ წინსვლას. მეგობრის დახმარებით საინტერესო სამსახურს დაიწყებთ. ახალი გარიგება თქვენ ბიზნესს წარმატებას მოუტანს. წარსულის სიყვარული თქვენ ცხოვრებაში კვლავ შემოიჭრება და ყველაფერს აურევს. 

კირჩხიბი

ოჯახის წევრები წვეულებას მოაწყობენ და უამრავ ნათესავს შეხვდებით. მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავლებით იქნება სავსე. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. შეყვარებულის ზრუნვა და მხარდაჭერა გაგაბედნიერებთ და დადებით განწყობას შეგიქმნით.

ლომი

ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ. ეცადეთ, შეყვარებულთან არსებული უთანხმოება მოაგვაროთ და ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

ქალწული

ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიაქციეთ. მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. აკადემიურ ფრონტზე წარმატება გელით და გამოცდებს კარგად ჩააბარებთ. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და დღეს აუცილებლად იპოვით თქვენს მეორე ნახევარს. 

სასწორი

თქვენი ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება. ოჯახის ახალგაზრდა წევრთან კამათი თქვენ განწყობაზე აისახება და ოჯახში დაძაბულობას შემოიტანს. ყველაფერი ყოველთვის თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ და ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებით.

მორიელი 

ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა თქვენი ჯანმთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგია. სამსახურში კოლეგასთან ერთად ნაყოფიერი დღე გექნებათ და უფროსების მხრიდან შექებას დაიმსახურებთ. ახალი რომანი თქვენ ცხოვრებაში დიდ ადგილს დაიკავებს. 

მშვილდოსანი

მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. ინვესტიცია რომელსაც განახორციელებთ, არც ისე წარმატებული აღმოჩნდება. მოგიწევთ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აიღოთ. სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარება დიდ დროს დაგაკარგვინებთ.

თხის რქა

ოჯახის წევრების რჩევა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ახალი ინვესტიცია თქვენ შემოსავალს გაზრდის, მაგრამ მაინც მოგიწევთ ხარჯების შემცირება. ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები, რათა სტრესულ სიტუაციაში საღი აზრი შეინარჩუნოთ. ვარჯიში სასურველი ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

უარყოფითი განწყობა ოჯახში დაძაბულობას შემოიტანს. ეცადეთ, ნეგატიური ფიქრები თავიდან მოიშოროთ და სამომავლო გეგემები დასახოთ. სოციალურ ფრონტზე თქვენი იმიჯი გაიზრდება. საქმის მიმართ თქვენი სიყვარული სტიმულს მოგცემთ. საყვარელი ადამიანის საჩუქარი ძალიან გაგახარებთ.

თევზები 

მეგობრებთან შესაძლოა იკამათოთ, მაგრამ არ წყენა მალე გადაგივლით. გამორიცხული არ არის კოლეგას დავალების შესასრულებლად თქვენი დახმარება დასჭირდეს. სასურველი ფიზიკური ფორმის მისაღებად დიეტის დაწყება მოგიწევთ. მეუღლესთან კამათი თქვენ ურთიერთობაში ბზარს გაჩენს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა