თეგებით ძიება

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა თქვენი ნდობით კოლეგამ ისარგებლოს და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერით წარმატებას მიაღწევთ. თუ განვითარება და ცვლილებები გინდათ, გადადგით ნაბიჯი. შეყვარებულთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

კურო

მეგობრის რჩევით ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ. სამსახურში ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით ხორციელდება. მოგზაურობის გეგმები შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გადადოთ. საყვარელი ადამიანი თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ტყუპები

მოგზაურობა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება. პროფესიულ საქმიანობაში ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ. შემოსავალი ახალი ინვესტიციის წყალობით გაიზრდება. შეყვარებული ორიგინალურ საჩუქარს გაგიკეთებთ.

კირჩხიბი

პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გათავისუფლდით წარსულისგან და დაიწყეთ ახალი ცხოვრება. სამსახურში ყველაფერი კარგად მიდის. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო მოგზაურობა გელით. შეყვარებულმა შეიძლება რომანტიკული საღამო მოგიწყოთ.

ლომი

ფიზიკური დატვირთვა კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. აკადემიურ საქმიანობაში სწორ ნაბიჯებს დგამთ და ასე განაგრძეთ. მოგზაურობა დასვენებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. თუ მარტოხელა ხართ, აუცილებლად შეხვდებით მეორე ნახევარს.

ქალწული

მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. პროფესიულ საქმიანობაში არ შეცვალოთ არჩეული მიმართულება. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ახალი საქმიანი შემოთავაზება დაგაინტერესებთ. გამორიცხული არ არის, ხანგრძლივი რომანი დაასრულოთ.

სასწორი

დროა არახელსაყრელი კონტრაქტები გაწყვიტოთ. სწორი ბიუჯეტირება დაგეხმარებათ მართოთ შემოსავალი. ჯანსაღი კვები და ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სულიერი სიმშვიდე და მიზანდასახულობა წარმატებას მოგიტანთ. თაყვანისმცემელი გრძნობებში გამოგიტყდებათ.

მორიელი 

ოჯახთან ერთად კარგად დაისვენებთ. შესაძლებელია დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ და წარსულში იმოგზაუროთ. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ენერგიულობას შეგმატებთ. ხანგრძლივი მეგობრობა  რომანში გადაიზარდება. 

მშვილდოსანი

მოგზაურობის დასაწყებად კარგი პერიოდია. ფინანსური კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ. სამსახურში მოახერხებთ ოპტიმიზმის შენარჩუნებას და წარმატებით განაგრძოთ საქმიანობას. საღამოს მეუღლესთან კამათი ცუდ განწყობას შეგიქმნით.

თხის რქა

ახალი გარიგების დადებამდე კარგად გაეცანით ყველა დეტალს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. თქვენი რჩევა ოჯახის წევრს გამოადგება და დაეხმარება მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. რომანტიკული ურთიერთობა საინტერესოდ განვითარდება.

მერწყული

მეგობრები თქვენ ყველა გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. მოსალოდნელია მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღოთ. ახალი იდეა თქვენ ბიზნესს წარმატებას მოუტანს. დროა საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ.

თევზები 

სასიამოვნო გარემოცვა თქვენ მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდის. თუ ცვლილებები გინდათ, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის წინ გადადგმა. თქვენი შემოსავალი საბედნიეროთ დასტაბილურდება. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, საკუთარ გრძნობებში გამოგიტყდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა