თეგებით ძიება

„უპირველეს ყოვლისა თვითონ საპატრიარქოს დუმილი მაკვირვებს…“ - რას წერს ლადო სადღობელაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საპატრიარქოსთან ბორდელისა და კაზინოს შენობების განთავსებას მორწმუნეები უნდა აპროტესტებდნენ.

„ხომ ვართ მორწმუნეები? კბილებით ხომ ვიცავთ ჩვენს დედა ეკლესიას? ხომ ვაკრიტიკებთ მათ, ვინც ჩვენს რწმენას გვიგინებს? ხომ ვცემთ პატივს დედა ეკლესიას და საქართველოს სამღვდელოებას? 

- ხოდა, კითხვა მაქვს? რატომ კაციშვილი ხმას არ იღებს იმაზე, რომ საპატრიარქოს მარჯვნივ განთავსებულია არაბებისთვის და ირანელებისთვის განკუთვნილი ბორდელი (სადაც რუსის ქალები არიან ძირითადად დასაქმებულო) და ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ბიზნესმენს, ხოლო საპატრიარქოს მარცხნივ დგას კაზინო "შანგრილა", რომელიც ასევე, შეურაცხყოფს ჩვენს რწმენას და ეს კაზინოც ქართველისაა! 

- უპირველეს ყოვლისა, თვითონ საპატრიარქოს დუმილი მაკვირვებს…“ - წერს სადღობელაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა